Belive

ჯონ ტერი: 2007 წელს მთელი გუნდი ტიროდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" აღზევება პირდაპირ ჟოზე მოურინიოსთან არის კავშირში, მაგრამ 2007 წელს პორტუგალიელი მწვრთნელი, რომან აბრამოვიჩმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ჯონ ტერიმ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა და გაიხსენა მაშინდელი ემოციები: "ჩვენ ყველა ცრემლიანი ვიყავით. მოურინიო გასახდელში შემოვიდა და გვითხრა რომ გაათავისუფლეს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი. ამის შემდეგ ჟოზე ყველას სათითაოდ ჩაეხუტა და დაგვემშვიდობა. გასახდელში ყველა ტიროდა." შეგახსენებთ, რომ მოურინიო ჩელსიში 2013 წელს დაბრუნდა და 2 სეზონის შემდეგ გუნდში კოფნლიქტის გამო გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები