Belive

ჯონ ტერი: "ის იყო ტალანტი, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო ჩელსის ლეგენდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა - ჯონ ტერი, ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის იყო ყველაზე ნიჭიერი და ტალანტური ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. ჯონ ტერის მტკიცებით,რობ უოლასტონი ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდა იყო, რომელსაც "ჩელსის" ძირითად გუნდში თავის გამოჩენი შესაძლებლობა მიეცა მაგრამ ამ უკანასკნელმა მისი შესაძლებლობები გაფლანგა. "ის იყო უდიდესი ტალანტი, რომელიც "ჩელსიში" მინახავს - ბიჭი, რომელსაც ერქვა რობ უოლასტონი. ნახევარმცველისა და ვინგერის პოზიციაზე თამასობდა და უდიდესი შესაძლებლობები გააჩნდა. 17,18 წლის ასაკში საკმაოდ მაღალ დონეზე თამასობდა და "ჩელსის" ძირითად გუნდთან ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა. უოლასტონმა მალევე შეძლო შთაბეჩდილების მოხდენა, რის შემდეგაც გულიტმა უთხრა, რომ სათასო შეხვედრაში ძირითად გუნდთან თამაშის შესაძლებლობას მისცემდა. მატჩის დღეს უოლასტონმა დარეკა და თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. ჩვენ ასე არ ვიქცევით. რაც არ უნდა ცუდად ვიყოთ, ან თუნდაც დედამიწის დასალიერში ვიმყოფებოდეთ - თამაშის შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებთ და უარს არ ვამბობთ. უოლასტონმა მსგავსი რამ კიდევ სამჯერ გაიმეორა - ის ძირითად გუნდში სათამაშოდ მენტალურად მზად არ იყო", - აღნიშნა ჯონ ტერიმ.

სხვა სტატიები