Belive

ჯონ ტერიმ კარიერა დაასრულა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯონ ტერიმ კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს, მწვრთნელებს, მენეჯერებსა და "ჩელსის" თითოეულ თანამშრომელს, რომლებთან ერთად მუშაობის პატივი მქონდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გუნდში 717 მატჩი ჩავატარე და ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო, რომ სწორედ ამ გუნდის კაპიტანი ვყოფილიყავი. სწორედ მათი დახმარებით, ავიხდინე ბავშვობის ოცნება და კაპიტნის რანგში ინგლისის ნაკრებში ვითამაშე, რითაც ძალიან ვამაყობ. ჩემი საკლუბო კარიერა და გული "ჩელსის" ეკუთვნის, თუმცა ყოველთვის კარგად გამახსენდება იჯარის წესით "ნოტინგემ ფორესტში" თამაში (1999), რომელიც ჩემი კარიერული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო "ასტონ ვილას", რომელმაც მომცა ასეთ დიდ გუნდში თამაშის შესაძლებლობა და კაპიტნის სამკლავური 2017/18 წლების სეზონში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ განახლებულ კლუბში თამაში, რომელსაც შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. მოუთმენლად ველოდები ჩემი კარიერის შემდეგ ეტაპსა და შემდეგ გამოწვევებს." - წერს ფეხბურთელი. ჯონ ტერი „ჩელსიში“ 1995 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდა. ბოლო სეზონი კი „ასტონ ვილაში“ გაატარა. „ჩელსის“ შემადგენლობაში ტერიმ 717 მატჩი ჩაატარა და 65 ბურთის გატანა მოახერხა.  

სხვა სტატიები