Belive

ჯორდან პიკფორდს სიმშვიდე დაერღვა - ინგლისელმა მეკარემ პირადი მცველები დაიქირავა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში გამართული მერსისაიდული დერბის შემდეგ, "ევერტონის" მეკარე ჯორდან პიკფორდს მშვიდი ცხოვრება დაერღვა. ბრიტანული მედიიდან ცნობილი ხდება, რომ "ლივერპულის" ცენტრალურ მცველ ვრჯილ ვან დაიკთან შეჯახების შემდეგ, რის გამოც, ნიდერლანდელმა შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს, ინგლისის ნაკრების გოლკიპერს გულშემატკივრებმა ნამდვილი ბულინგი მოუწყვეს. "კანფეტების" 26 წლის კარის დარაჯს "სქაუზერებმა", სოციალურ ქსელში იმდენი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნეს, რომ პიკფორდი იძულებული გახდა, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, პირადი დაცვა დაექირავებინა. ჯორდანმა უსაფრთხოების სპეციალურ ფირმას მიმართა, რომელმაც მცველების რაზმი პიკფორდის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განამწესა და ისინი 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. Daily Mail-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მეკარემ მეუღლისა და მცირეწლოვანი ვაჟიშვილის უსაფრთხოების მიზნით მიიღო. სპეციალისტებმა პიკფორდს ისიც ურჩიეს, რომ სოციალურ ქსელებში ლოკაციის მაჩვენებელი ფუნქცია გაეთიშა, რათა აგრესიულად განწყობილ "ლივერპულის" ქომაგებს მისი ოჯახის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიეღოთ. "გუდისონ პარკზე" გამართული შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. ორივე ლივერპულურ გუნდს 6 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ისინი ინგლისის ჩემპიონატის ლიდერის სტატუსს ინაწილებენ.

სხვა სტატიები