Belive

ჯოვანი ვან ბრონკხორსტი: "მისი გვარი რთული გამოსათქმელია, მაგრამ ნაპოლის მარცხენა გარემარბი განსაკუთრებული მოთამაშეა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის "ნაპოლი", გლაზგოს "რეინჯერსს" სტუმრად დაუპირისპირდება, შოტლანდიური გუნდის ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი ვან ბრონკხორსტმა, კომენტარი გააკეთა. ვეტერანმა ფეხბურთელი აქცენტი სწორედ 21 წლის ქართველ ტალანტზე გააკეთა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. თავიანთ ლიგაში პირველები არიან და ჩემპიონთა ლიგაზეც ძლიერად დაიწყეს და ამიტომ ძალიან რთული ამოცანა გველოდება. სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მომწონს ის თუ როგორ ათამაშებს თავის გუნდებს.

მათი შეტევის მარცხენა ფრთა განსაკუთრებით სახიფათოა, აქ განსაკუთრებული ფეხბურთელი თამაშობს, რომლის გვარიც რთული გამოსათქმელია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი, რადგანაც იგი დიდებულად ასრულებს დრიბლინგს და იყენებს ორივე ფეხს", - თქვა მსოფლიოს 2010 წლის ვიცე-ჩემპიონმა ფეხბურთელმა და ამჟამად შოტლანდიური გრანდის თავკაცმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” მაისურით 6 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

შემდეგ შეხვედრას “აძური” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით “რეინჯერსის” წინააღმდეგ, 14 სექტემბერს გამართავს – მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები