Belive

"ჯუღელს არ ვიცნობ" - ოვერმარსი ყველა ინფორმაციას უარყოფს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" ხელმძღვანელებთან შეხვედრისთვის ემზადებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ხვიჩასადმი ამსტერდამელთა დაინტერესება გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა უარყო. ნიდერლანდელს კიდევ ერთი რუსული გამოცემა - euro-football.ru დაუკავშირდა.
"არა, ეს ასე არ არის. "აიაქსი" კვარაცხელიათი არ დაინტერესებულა, ეს ყველაფერი ჭორია. არანაირი მოლაპარაკება "რუბინთან" არ არსებობს, ჯუღელს კი არ ვიცნობ, - ამბობს ოვერმარსი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი "რუბინთან" 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 20 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 8 ასისტი აქვს.  

სხვა სტატიები