Belive

ჯუნიორ მესიასი - კურიერობიდან ჩემპიონთა ლიგის გოლამდე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა, ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი კი მადრიდში შედგა, სადაც "ატლეტიკომ" "მილანს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 30 წლის ჯუნიორ მესიასმა გაიტანა, რომელიც "მილანის" რიგებში 67-ე წუთზე გამოვიდა და 87-ე წუთზე მილანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუპოვა. 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, 3 წლის წინ, იტალიის მეოთხე დივიზიონში თამაშობდა. რამდენიმე წლის წინ კი იგი დროის გაყვანის მიზნით, სამოყვარულო ფეხბურთს თამაშობდა, პარალელურად კი მიტანის სერვისში მუშაობდა და მომხმარებლებს მაცივრებს, სარეცხის მანქანებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს აწვდიდა. მას პროფესიონალურ ფეხბურთში, 28 წლის ასაკში სერია ბ-ში ჰქონდა დებიუტი, 29 წლის ასაკში სერია ა-ში, "კროტონეს" რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა, 24 ნოემბერს კი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩშივე შეძლო გოლის გატანა და მილანურ კლუბს, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოუპოვა.  

სხვა სტატიები