Belive

კაკა: „წლის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუ ვერ გახდება“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელმა კაკამ, რომელმაც 2007 წელს ბრწყინვალე თამაშისთვის „ოქროს ბურთი“ გადაეცა, Ballon d'Or-ის წლევანდელ პრეტენდენტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კაკას აზრით, მიმდინარე წელს მესი-რონალდოს დომინაცია დასრულდება და „ოქროს ბურთს“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გუნდების ორი წამყვანი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი მიიღებს. ბრაზილიელი შემტევი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი პრეტენდენტები ხორვატი ლუკა მოდრიჩი და ფრანგი კილიან მბაპე არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება იტალიურ Gazetta dello Sport-თან გააკეთა. „მოდრიჩს შესანიშნავი შედეგები ჰქონდა - მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გააღწია. ის შოუს ქმნის და თამაშს საკუთარი კარნახით წარმართავს,“ აღნიშნა ბრაზილიელმა. რაც შეეხება მბაპეს, კაკას აზრით, მბაპე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და რომ მას წარმატებული კარიერა ექნება. რაც შეეხება რონალდუს, კაკამ აღნიშნა რომ პორტუგალიელს იტალიურ ფეხბურთზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია: „სპონსორები, მედიის ინტერესი - ეს ისაა, რაც რონალდუს იტალიაში თან გაჰყვა. რონალდუ არამარტო „იუვენტუსისთვის“, არამედ მთელი იტალიისთვის წარმატების მომტანი იქნება,“ განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.  

სხვა სტატიები