კაკა, ზლატანი, ბალოტელი – ბერლუსკონის ამბიციური პროექტი

სილვიო ბერლუსკონი მეგაპროექტის განხორციელებას და სამი ვარსკვლავის გაფორმებას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონის ახალ კლუბში მისთვის კარგად ნაცნობი სამი ვარსკვლავის მიყვანა სურს – კაკა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარიო ბალოტელი “მილანის” ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტთა შორის არიან.

2018 წელს, “როსონერის” გაყიდვიდან 1 წლის შემდეგ, იტალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სერია ც-ს ბინადარი “მონცა” შეიძინა. ბერლუსკონის ახალმა კლუბმა სერია ც-ში წარმატებით იასპარეზა და სერია ბ-ს საგზური მოიპოვა. 2020/21 წლების სეზონში, სერია ბ-ში მოასპარეზე მონცას რიგებში, ბერლუსკონის კაკა, იბრაჰიმოვიჩისა და ბალოტელი ხილვა სურს.

“ოპტიმისტურად ვუყურებ იმ შესაძლებლობას, რომ სერია ბ მოვიგოთ. ამ წარმატებაში კაკამ შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ზლატანის შეძენა დიდია ხანია გვსურს, არა სპორტული მიზეზების გამო გასულ სეზონში ტრანსფერი არ განვახორციელეთ მაგრამ არასდროს უნდა დანებდე. 4-5 მნიშვნელოვანი შენაძენის განხორციელება გვსურს”, – აღნიშნა ბერლუსკონიმ.

(299)

კაკა, ზლატანი, ბალოტელი – ბერლუსკონის ამბიციური პროექტი

სტატიის ავტორი
-