Belive

კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა - ნაკრების მცველი ლა ლიგა 2-ში ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე ესპანეთში ბრუნდება. ქართველი მარჯვენა მცველი კარიერას ესპანურ "ტენერიფეში" გააგრძელებს, რომელიც ლა ლიგა 2-ში გამოდის. 25 წლის ფლანგელმა შვეიცარიული "ლუცერნი" დატოვა და ახალ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს კაკაბაძისთვის კარიერაში მეორე ესპანური კლუბია, 2016-18 წლებში იგი "ხიმნასტიკში" ირიცხებოდა. წინა სეზონში "ტენერიფემ" ლა ლიგა 2-ში მე-12 პოზიცია დაიკავა მიმდინარე გათამაშებაში კი თითო-თითო მოგება და მარცხი აქვს.

სხვა სტატიები