Belive

კაკამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრების და მადრიდის "რეალის" ყოფილ ვარსკვლავს რიკარდო კაკას ჟურნალისტებმა კრიშტიანუსა და მესის შორის არჩევანის გაკეთება თხოვეს. კაკა "სამეფო კლუბში" რონალდუსთან ერთად 2009/2013 წლებში ასპარეზობდა და ისინი ერთად საკმაოდ კარგ დუეტს ქმნიდნენ. რომ არა გაუთავებელი ტრავმები, ვინ იცის როგორ განვითარდებოდა ბრაზილიელის კარიერა მადრიდში. "მე ვთამაშობდი რონალდუსთან ერთად და ის მართლაც საოცარია, მაგრამ მე ვირჩევ მესის" - განაცხადა კაკამ "ფიფას" ინსტაგრამის ლაივ გვერდზე "მესი არის გენიოსი. მისი შეჩერება ურთულესია" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდუზეც ისაუბრა - "კრიშტიანუს შრომისმოყვარეობა დასაფასებელია. მისი სისწრაფე, გოლის გატანის ალღო და გამძლეობა ძალიან ცოტა ფეხბურთელს აქვს. რონალდუს მუდამ სურს რომ იყოს გამარჯვებული და საუკეთესო. ეს არის ის, რითიც პორტუგალიელი გამოირჩევა." "ისტორიაში, მესი და რონალდუ ტოპ ხუთ ფეხბურთელთა სიაში არიან. ბედნიერი ვარ, რადგან მათ თამაშს მოვესწარი და ყოველდღიურად ვადევნებ თვალს." შეგახსენებთ, რომ კაკამ მადრიდის "რეალში" ჯამში, 120 შეხვედრაში მიიღო მონაწიელობა, სადაც 29 გოლი გაიტანა და 39 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კარიერა 2017 წლის 17 დეკემბერს დაასრულა.

სხვა სტატიები