Belive

კაკამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კაკა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ,,სელესაოს'' მიიჩნევს:

,,მსოფლიო ჩემპიონატზე უპირატესობას ბრაზილიას მივანიჭებდი, რადგან ეს ნაკრები პროექტზე დიდი ხანია მუშაობს. ამას ტიტეს გუნდის დადებითი შედეგები ადასტურებს, გარდა ამისა, გამოცდილება და უნარი გაუმკლავდეს ისეთ სიტუაციებს, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ვინისიუსი, როდრიგო, ანტონი და ბევრი სხვა ფეხბურთელი გაიზარდა. ადრე არ ვიცნობდი ბრემერს, რომელიც ძალიან ძლიერია.

ბრაზილიის შემდეგ, არგენტინასა და საფრანგეთს დავასახელებდი. სიურპრიზი, შესაძლოა, სერბეთმა შემოგვთავაზოს, რომელიც ძალიან საშიში გუნდია,'' - განაცხადა კაკამ.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთთან, შვეიცარიასთან და კამერუნთან ერთად იასპარეზებს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები