Belive

"კაკას დე კეტელაერზე მეტად კვარაცხელია მაგონებს" - იტალიელი ექსპერტი ქართველის შესახებ საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, კლაუდიო ბრაჩინო, რომელიც "მილანის" გულშემატკივარია, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

"მას შემდეგ, რაც "მილანმა" შარლს დე კეტელაერი დაიმატა, ხალხმა მისი ბრაზილიელ კაკასთან შედარება დაიწყო. თუმცა, ჩემთვის, ფეხბურთელი, რომელიც მას მახსენებს, "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა. განსაკუთრებით რამდენიმე ასპექტში, ესენია: დრიბლინგი, აჩქარება, დარტყმა, თამაშის წაკითხვის უნარი და გამძლეობა", - თქვა კლაუდიო ბრაჩინომ.

21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებს აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს.

სხვა სტატიები