“ნეფთჩისთან” ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ, კახა ცხადაძე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
“გილოცავთ გამარჯვებას. პირველ მატჩთან შედარებით, “ნეფთჩიმ” გაცილებით უკეთესად ითამაშა. ორივე გუნდმა დღეს კარგი თამაში აჩვენა. ზოგადად, ორ მატჩში 4-დან 3 გოლი საკუთარ თავს გავუტანეთ. ფეხბურთელებმა მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს, რის გამოც წავაგეთ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. წარუმატებლობის მიზეზი? კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება, დამნაშავე გუნდია,” – თქვა კახა ცხადაძემ.
“დინამო თბილისი” კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც “მაკაბი ჰაიფას” დაუპირისპირდება.