Belive

კახა ცხადაძე: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - მინდა, რომ ეს პათოსი დასრულდეს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა და რომელშიც ბაქოს "ნეფთჩიმ" "დინამო თბილისს" 2:1 აჯობა, საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების წინაშე მატჩი შეაფასა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
"ემოციები მატჩის შემდეგ ყოველთვის ჭარობობს და ლოგიკურად მსჯელობა ჭირს, მაგრამ ერთი შეხედვით, ფაქტია, რომ კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა წავაგეთ. სამწუხაროა, რომ ეს ჩვენი გაუმართლებელი შეცდომების შედეგად მოხდა. იმ სქემამ იმუშავა, რომელიც შევიმუშავეთ, მაგრამ მათმა მეკარემ თამაში ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია და მიზნის მიღწევაში ხელის შეგვიშალა. შევეცდებით, ამ მატჩიდან სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ცხადია, მეტოქის მიზანიც იგივე იქნება, რადგან ყოველთვის, პირველი შეხვედრა მეტწილად ინფორმაციის პრაქტიკაში მიღებას ემსახურება ხოლმე. ფაქტია, რომ ტრანსფერების განხორციელება ვერ მოვასწარით. ბოლო ვადა გუშინდელ დღემდე გვქონდა და ახალი ფეხბურთელების დამატება გაგვიჭირდა, მხოლოდ ორსეის დამატება შევძელით. საქართველოში ლეგიონერის ჩამოყვანა კომპლექსურ პრობლემებთანააა დაკავშირებული. მოლაპარაკება მიღწეული გვქონდა ერთ-ერთ შემტევ ფეხბურთელთან, რომელთანაც მე აქამდეც ნამუშევარი მქონდა, ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მან უფრო სარფიანი წინადადება არჩია და ამან ძალიან დაგვაღალატა. ჩვენი მომავალი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული და თუ გადავწყვეტთ, რომ "დინამო თბილისს" ბოლომდე მივყვეთ, მაშინ ბევრი საუბარი და დაგეგმარება მოგვიწევს. მინდა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმის შესახებ, რომ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, რადგან მაყურებელს მხოლოდ შედეგი სჭირდება. სამწუხაროდ, დღესაც ასე გამოვიდა.", - თქვა სამირ აბასოვმა.
"დინამო თბილისი" საშინაო კედლებში ბაქოს "ნეფთჩისთან" - 1:2 დამარცხდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მხრიდან გოლის გატანა ზორან მარუშიჩმა 36-ე წუთზე მოახერხა.საპასუხო შეხვედრა ბაქოში 14 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები