Belive

კახა ცხადაძე: "ნეფთჩისთან თბილისში მეტოქის სიძლიერის გამო არ წაგვიგია"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"დინამო თბილისსა" და "ნეფთჩის" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩამდე კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეცილიასტმა თბილისში გამართულ თამაშსა და ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ბაქოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში საკმაო დროის მანძილზე ვმუშაობდი. ჩემთვის, ბაქო ძალიან ლამაზი ქალაქია. პირველი მატჩი "ნეფთჩის" წინააღმდეგ ძალიან საინტერესო და რთული იყო. ხვალ იგივე იქნება და ნანახი თამაშით ისიამოვნებთ. ხვალინდელი მატჩი კიდევ უფრო დაძაბული იქნება. ორივე გუნდმა ერთმანეთის სისუსტეები დაინახა, რისგანაც ისინი უპირატესობის მიღებას შეეცდებიან. პირველი თამაშის შედეგის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ "ნეფთჩი" ჩვენზე გაცილებით ძლიერია. სულ 8 კარში დარტყმა გვქონდა, საიდანაც 7 მეკარემ მოიგერია. ორი უხეში შეცდომა დავუშვით, რაც დამარცხების მიზეზიც გახდა. თუმცა, ეს ხვალ ისევ არ მოხდება. არ ვამბობთ, რომ "ნეფთჩი" სუსტია. ეს საკმაოდ კვალიფიციური, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. თუმცა, ვიმეორებ, რომ სახლში მეტოქის სიძლიერის გამო კი არა, ჩვენი შეცდომების ხარჯზე წავაგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ," - თქვა კახა ცხადაძემ.
"დინამო თბილისსა" და "ნეფთჩის" შორის საპასუხო დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონმა ეროვნული ლიგის გამარჯვებული "დინამო არენაზე" 2:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები