Belive

კახა ცხადაძე: "სერიოზული მეტოქე გვყავს, მაგრამ შანსებზე საუბარი ნაადრევია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
15 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონის, "დინამო თბილისის" მომავალი მეტოქეც ცნობილი გახდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი აზერბაიჯანულ ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, "დინამოელთა" მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მუშაობდა, Live.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
"ბაქოს "ნეფთჩი" აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რა თქმა უნდა ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის, ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ", - თქვა კახა ცხადაძემ.
ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას “დინამო” საშინაო კედლებში ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 6-7, ხოლო საპასუხო მატჩები 13-14 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები