Belive

კახა ცხადაძე - სირცხვილია, ესაა ნაკრებისა და გულშემატკივრების უპატივცემულობა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
“დინამო არენაზე” გამართულ უპრინციპულეს შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. დაპირისპირება, რომლის სასწორზეც ევროპის ჩემპიონატის საგზური იდო “ჯვაროსნების” მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გამართული უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელსაც სრულიად საქართველო უდიდესი მოლოდინით ელოდა, შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში – საპირისპიროდ, ეროვნული სტადიონის ცარიელი ტრიბუნების ფონზე, საქართველოს ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან დამარცხდა (1:2). ერთა ლიგის C-დივიზიონის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" კვლავ უსახური თამაში აჩვენა და ესტონეთის დამარცხება ვერ შეძლო. ქვეჯგუფის აუტსაიდერთან, "დინამო არენაზე" უგოლო ფრე დაფიქსირდა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში - გადაცემა "ტაიმაუტი" "ჯვაროსნების" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის კრიტიკის მთავარი ობიექტები სოლომონ კვირკველია და გია გრიგალავა გახდნენ. ცხადაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელი 5-წლის განმავლობაში გაცილებით უფრო მეტი გამოცდილება დაუგროვდა ვიდრე 5 წლის წინ და უფრო მეტაა მზად ეროვნული ნაკრები ჩაიბარო.
"მინდა მივმართო კვირკველიასა და გრიგალავას. დიდი პატივისცემის მიუხედავად, თავს მიხედეთ, ბიჭებო, სირცხვილია ასეთ მდგომარეობაში ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა. ეს უპატივცემულობაა ნაკრებისა და გულშემატკივრების, როცა ესეთი წონით ფეხბურთელები ნაკრებში ჩამოდიან. ჩანდა, რომ ნაკრებს გადაწყობა არ შეეძლო. ჩვენ გვყავს მაღალი თავდამსხმელები: კაჭარავა, ლობჯანიძე, ქვილითაია და მათი კიდევ უფრო მეტად დატვირთვა შეგვეძლო. მხოლოდ ფლანგებიდან ან მხოლოდ ცენტრიდან შეტევა წარმატებას არ მოგვიტანს", - აღნიშნა კახა ცხადაძემ.
ასევე იხილეთ: რა დაკარგა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შედეგად

სხვა სტატიები