Belive

კალეხონი ესპანეთში ბრუნდება ?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხოსე მარია კალეხონი უკვე 7 სეზონია "ნაპოლის" ღირსებას იცავს, თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლოს, ესპანელს კონტრაქტი ამოეწურა და ახლა ის თავისუფალი აგენტია. ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, თავის ტვიტერის გვერდზე წერს, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით "ვილიარეალი" ინტერესდება.

ჯერჯერობით უცნობია, მიაღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას, თუმცა კალეხონის კალიბრის ფეხბურთელი "წყალქვეშა ნავს" ნამდვილად გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ კალეხონმა "ნაპოლის" შემადგენლობაში 349 შეხვედრა ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები