Belive

კალიდუ კულიბალიმ მისით დაინტერესებულ სიტისა და ლივერპულს შორის არჩევანი გააკეთა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო სპორტულ მედიაში სულ უფრო აქტუალური თემა ხდება "სატრანსფერო ამბები". ამჯერად პრესის მთავარი ყურადღება კალიდუ კულიბალიმ მიიპყრო. "ნაპოლის" ცენტრალური მცველი დიდი ხანია არაერთი კლუბის სამიზნეშია მოხვედრილი. Sunday Times-ის ცნობით იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად გადაწყვიტა მისი გასხვისება. კულიბალით ამჟამად ორი ინგლისური გრანდია დაინტერესებული - "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული". როგორც ცნობილია, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ასევე დიდ სურვილს გამოთქვამს კულიბალის შეძენის საკითხით. ხსენებულ ვარიანტებს შორის კულიბალის სიმპათიებს მანჩესტერელები უფრო მეტად იხვეჭენ. როგორც ცნობილია ნეაპოლიტანელები ფეხბურთელს 87 მილიონ დოლარად გაყიდიან.

სხვა სტატიები