Belive

კამერუნთან მარცხით ბრაზილიის ნაკრების რეკორდული სერია შეწყდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო, მე-3 ტურში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები კამერუნთან 0:1 დამარცხდა.

შედეგად, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ,,სელესაოს'' 17-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი იყო.

გუშინდელ წაგებამდე ბრაზილიელებმა ჯგუფში მატჩი ბოლოს 1998 წელს, ნორვეგიასთან დათმეს.

მარცხის მიუხედავად, ტიტეს გუნდი პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა. მერვედფინალში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა მეტოქე სამხრეთ კორეა იქნება.

სხვა სტატიები