Belive

კამპ ნოუს რეკონსტრუქცია ივნისში დაიწყება, ბარსელონა ერთ სეზონს სხვა სტადიონზე ჩაატარებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონამ'' ,,კამპ ნოუს'' განახლების პროექტი წარადგინა. გეგმის მიხედვით, სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე არენის პირველი და მეორე იარუსი გარემონტდება, ყურადღება გამახვილდება ტექნოლოგიურ დეტალებსა და სტადიონის გარე ტერიტორიაზე. რამდენიმე კვირის წინ, ,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, სამშენებლო მასალის ღირებულება 25%-ით გაიზარდა. კლუბი რისკების შემცირებას მინიმუმამდე აპირებს, სწორედ ამიტომ, მესამე იარუსის რეკონსტრუქცია 2023 წლის ზაფხულში იგეგმება. კატალონიურ გრანდს 2023-2024 წლების სეზონში საშინაო შეხვედრების ჩატარება ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე მოუწევს. სამუშაოები 2024-2025 წლების სეზონშიც გაგრძელდება, თუმცა ,,კამპ ნოუ'' გარკვეული რაოდენობის გულშემატკივრის მიღებას მაინც შეძლებს. გუნდის ხელმძღვანელობის ცნობით, პროექტის საერთო ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს არ აღემატება და რეკონსტრუქცია 2026 წელს დასრულდება.


სხვა სტატიები