Belive

კანადასთან მატჩის შემდეგ 5 კუბელი ფეხბურთელი გაუჩინარდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Concacaf-ის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ, რომელშიც კანადა კუბას დაუპირისპირდა - 5 კუბელი ფეხბურთელი გაუჩინარდა. ჯგუფური ეტაპის მატჩში, კანადამ კუბას 6 უპასუხო გოლი გაუტანა. El Nuevo Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორმა კუბელმა ფეხბურთელმა (დავიდ ურგელესი, ორლენდიზ ბენიტესი) მატჩის დაწყებამდე მიატოვა ნაკრები - 3 ფეხბურთელი (ალეჰანდრო პორტალი, ენდი ბაქერი და იორდან სანტა კრუზი) კი კანადასთან მატჩის დასრულების შემდეგ გაიქცა. ამ წუთისათვის 5 გაქცეული კუბელი ფეხბურთელის ადგილსამყოფელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე, სხვადასხვა გასვლითი მატჩების შემდეგ, 44-მა კუბელმა ფეხბურთელმა მიატოვა ნაკრები და თავშესაფარი მოითხოვა.

სხვა სტატიები