Belive

კანავარო კასილასს: მე რეალის მწვრთნელი გავხდები

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო, მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო ან შეწყდა. იზოლაციაში მყოფი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და გულშემატკივრების კითხვებს პასუხობენ. იკერ კასილასსა და ფაბიო კანავაროს შორის გამართული საუბრის დროს, ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ხუმრობით აღნიშნა, რომ იგი "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდება. "შენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნები, მე "რეალის" მთავარი მწვრთნელი გავხდები. ზიდანს ვულოცავ, "რეალის" გასახდელში იდეალური სიტუაცია შექმნა, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ფანებთან და გუნდს კარგად უძღვება. ჩინეთში მიღებული გამოცდილება საკმაოდ დამეხმარა. ვფიქრობ, ევროპაში დასაბრუნებლად მზად ვარ. შენ ნამდვილად შეგეფერება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი", - აღნიშნა ფაბიო კანავარომ.

სხვა სტატიები