Belive

კანავარომ ჩინეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი უცხოური მედიაგამოცემები იუწყებიან, რომ ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი ინიციატივით დატოვა. აღსანიშნავი და ყველაზე საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ ჩინეთის ეროვნული ნაკრების თავკაცობა სულ რაღაც 2 თვის თავზე იუარა. ფაბიო კანავარო ეროვნულ გუნდთან ერთად ჩინელების ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს "გუანჯოუ ევერგრანდს" წვრთიდა, როგორც ჩანს მისი მიზანი ამ უკანასკნელის წარმატებაა. "საფეხბურთო თვალსაზრისით ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი რამ ჩამებარა - ეროვნული ნაკრები და გუანჯოუ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, თუმცა ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ სამწვრთნელო კარიერას მხოლოდ გუანჯოუში გავაგრძელებ", - განაცხადა ფაბიო კანავარომ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ეროვნული ნაკრები მისი თავკაცობით მინდორზე ორჯერ წარსდგა, უზბეკეთისა და ტაილანდის წინააღმდეგ და ორივე შეხვედრაში, ანგარიშით - 0:1 დამარცხდნენ.  

სხვა სტატიები