Belive

კანი გნაბრიზე: ,,ფეხბურთელებს დასვენებისთვის საკმარისი დრო მივეცით, ახლა კი მათგან სასურველ შედეგს ველით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,აინტრახტთან'' მატჩის შემდეგ, ოლივერ კანმა სერჟ გნაბრის შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარიზის მოდის კვირეულზე გამგზავრების გამო, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკრიტიკა:

,,ბოლო წლებია გერმანული ფეხბურთისთვის ურთულეს პერიოდს გავდივართ. მსოფლიო ჩემპიონატზე კატასტროფულად ვითამაშეთ. ფეხბურთელებს დასვენებისთვის საკმარისი დრო მივეცით, ახლა კი მათგან სასურველ შედეგს ველით.

როცა მოთამაშემ იცის, რომ მისი გუნდისთვის საუკეთესო დრო არ არის, მოედანზე უნდა გავიდეს და 2-3 გოლი გაიტანოს... სწორი პასუხი ეს იქნება. ვფიქრობ, რომ გნაბრიმ ეს გაიგო და მისგან იმას მივიღებთ, რასაც ველოდებით,'' - კანის სიტყვებს Sky Germany ციტირებს.

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში ,,ბაიერნმა'' ,,აინტრახტს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. სერჟ გნაბრი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.

სხვა სტატიები