Belive

კანისარესი, კასილასი, ვალდესი, დე ხეა... მამარდაშვილი - ვინ არის ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი?

2 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ფაქტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებაა. 20 წლის ტალანტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში "დინამო თბილისიდან" ესპანურ "ვალენსიაში" აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. მართალია, "რუსთავსა" და "ლოკომოტივში" განათხოვრებული კიპერი "დინამო თბილისიდან" "ღამურების" რიგებში იჯარის წესით სარეზერვო გუნდის კარის დარაჯად გადაბარგდა და პერსპექტივად მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში მოსჩანდა, თუმცა საწვრთნელი პროცესისას შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, მთავარი მეკარეების, იასპერ სილესენისა და ჟაუმეს ტრავმები თან დაერთო და საქართველოს ნაკრების ახალწვეული ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ტიტულოვანი კლუბის ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. მამარდამ იგრძნო მომენტი, შანსი მიიღო და გამოიყენა. პირველ მატჩშიც თავი მშვენივრად წარმოაჩინა, სტატისტიკური კომპანიებისგან "ხეტაფესთან" მოგებულ მატჩში (1:0) ყველაზე მაღალი შეფასება (8.1) დაიმსახურა და ობიექტურად, მატჩის გმირიც გახდა. თუ გიჩნდებათ კითხვა, რატომ? შეგიძლიათ ჩვენებურის მიერ 93-ე წუთზე შემოთავაზებული სეივი და მეტოქის იმ მომენტის განეიტრალების ჩანაწერი იხილოთ, 100%-იანს რომ ვუწოდებთ.
ვიქტორ მონხილის ინტერვიუ „დიარიო ასთან“ - მამარდაშვილს კურტუას შევადარებ და ვურჩევ, იშრომოს, „ვალენსიაში“ ჩავარდნას არ აპატიებენ #1TVSPORT - 1TV
გიორგიმ ყველას აღფრთოვანება და კმაყოფილება დაიმსახურა: მწვრთნელის, მედიის, გულშემატკივრის. თუმცა, ეიფორიისა და აჟიტირების დრო რომ არ არის, კარგად ვიცით. უფრო უკეთ კი თავად, მამარდაშვილმა, რომლის დინჯ და გაწონასწორებულ გონებასაც პოზიტიურ-ნეგატიური ემოციების მიღება, გადახარშვა და სათანადო ადგილის მიჩენა კარგად შეუძლია. შეგვიძლია დამშვიდებულები ვიყოთ, რადგან ეს ბიჭი ტემპს არ დააგდებს, შრომას გააგრძელებს და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. ნიდერლანდელი მეკარე მალე მომჯობინდება და ლოგიკურია, რომ გოლკიპერი, რომელსაც ზურგს ამხელა გამოცდილება უმაგრებს, პირველ პოზიციას არ დათმობს, თუმცა ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებისა და მონდომების გვეიმედება და გვწამს, რომ მისგან დიდი კლუბის კარგ მეკარეს აუცილებლად ვიხილავთ. აქამდე დიდი დრო და ბევრი რამაა გასავლელი, თუმცა საინტერესოა ის ადამიანი უკეთ გავიცნოთ, რომელთან უშუალო კომუნიკაციაც მამარდაშვილს "ვალენსიას" მთავარ გუნდში წარმატებით თამაშში ეხმარება - მეკარეების მწვრთნელზე, ხოსე მანუელ ოჩოტორენაზე ვსაუბრობთ.

ვინ არის ხოსე მანუელ ოჩოტორენა?

60 წლის სპეციალისტი თავის კლუბში დასაქმებულ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უხუცესია. ის კლუბში უკვე მიჯრით მე-14 წელია მუშაობს, საერთო ჯამში კი მეოცე სეზონს იწყებს, ამას მეკარის რანგში "ღამურების" რიგებში გატარებული 4 წელიც უნდა დავამატოთ. მასზე დიდხანს ამ გუნდში მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი, სალვადორ გონსალესი (ვორო) და ეკიპირების სპეციალისტი ჩემანუ ლოპესი მუშაობენ. გიორგი მამარდაშვილის დებიუტი "ვალენსიაში" პირველ რიგში სწორედ მას უკავშირდება და ეს ქართველმა გოლკიპერმა თავად გაამხილა. სწორედ ოჩოტორენა იყო ის ადამიანი, რომელმაც მამარდაშვილს "ატრომიტოსთან" ამხანაგური მატჩის შესვენებაზე ჰკითხა, სურდა თუ არა თამაში და შემდეგაც, პეპე ბორდალასთან კომუნიკაციაში დიდი წვლილი შეიტანა. ხოსე მანუელ ოჩოტორენა მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია და "სამეფო კლუბის" მთავარ გუნდში 6 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, სადაც ორჯერ ლა ლიგაც მოიგო და კოპე დელ რეიც, მერე კი 4-წლიანი ვოიაჟი "ვალენსიაში", კარიერის ბოლოს კი ქვედა ეშელონისა და ლიგის გუნდები. ესპანელი მეკარის დონეზე, რომელიც თავის პოზიციაზე "ბლანკოსების" მეორე არჩევანად განიხილებოდა, ცუდი კარიერა ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა სამწვრთნელო ამპლუაში იგი გაცილებით წარმატებული გამოდგა.
Ochotorena deja la Selección Española tras casi dos décadas como preparador de porteros - Fútbol Selección - COPE
38 წლის ასაკში მისი კარიერა ესპანეთის ეროვნულ გუნდში მეკარეების მწვრთნელობით იწყება, სადაც 6 წლის განმავლობაში უცვლელად მუშაობდა და ხოსე ანტონიო კამაჩოს, ინიაკი საესის და ხავიერ კლემენტეს ასისტენტი გახლდათ. ამ პერიოდში მან სანტიანო კანისარესთან, ანტონი სუბისარეტასთან და ახალგაზრდა იკერ კასილასთანაც იმუშავა. შემდეგ იყო სამწლიანი მოგზაურობა "ლივერპულში", სადაც რაფაელ ბენიტესმა მიიწვია და პეპე რეინასთან, იერჟი დუდეკთან და სხვა კარგ მეკარეებთან მუშაობის გამოცდილება, 2008 წლიდან კი საყვარეკლ კლუბსა და ნაკრებში დაბრუნება, თანაც მიმდინარე წლის თებერვლამდე, შესვენების გარეშე. 2021 წლის 11 თებერვალს, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ოჩოტორენასთან კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა "ვალენსიაში" მუშაობას კვლავინდებურად აგრძელებს. ამ პერიოდში მან ორჯერ ევროპისა და 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა.
Luis Enrique quería prescindir de Ochotorena desde hace meses | Deportes | Cadena SER
ბოლო 13 წლის განმავლობაში, ოჩოტორენას ხელში ისეთმა მეკარეებმა გამოიარეს, როგორებიც ვიქტორ ვალდესი, პეპე რეინა, დავიდ დე ხეა, იასპერ სილესენი და სხვები არიან, ახლა კი, უკვე გიორგი მამარდაშვილის ჯერია...
ქართველ მეკარეს რომ ოჩოტორენა ხელს უწყობს, ამას მისი მთავარ კონკურენტის, იასპერ სილესენის სიტყვებიც ადასტურებს: "ის მე პირველ დღეებში ადაპტირებაში ძალიან დამეხმარა, აქ გადმოსვლამდე მის შესახებ ბევრი რამ მითხრეს".
Valencia Ochotorena lleva 19 porteros en el Valencia con Jasper Cillessen - AS.com
იგივე აზრზეა "ვალენსიას" და ფურია როხას ვეტერანი გოლკიპერი, ანდრეს პალოპი, რომელიც ოჩოტორენას მწვრთნელთან ერთად ფსიქოლოგსაც უწოდებს: "ფსიქოლოგი მეკარესთან ერთად. გარდა მისი ზომიერების და ფრთხილი საუბრისა, რომელსაც იგი გვაწვდის მაშინ, როცა ეს თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. ამას ემატება ცოდნა, გამოცდილება და დაუღალავი მუშაობა".
LaLiga: Palop: I remember Wenger praising my performance | MARCA in English
რაფაელ ბენიტესი, ვისენტე დელ ბოსკე, უნაი ემერი, ხულენ ლოპეტეგი, კიკე სანჩეს ფლორესი, ნუნუ ესპირიტუ სანტუ, მარსელინო, ერნესტო ვალვერდე, გარი ნევილი, ხავი გარსია, მაურისიო პელეგრინო, ეს იმ უმაღლესი კლასის მწვრთნელთა არასრული ჩამონათვალია, რომელთან ერთადაც ოჩოტორენას უმუშავია და არასდროს, არცერთ მათგანს მისი დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება აზრად არ მოსვლია.
Selección española: Ochotorena: “Con el tiempo los porteros rotarán en un mismo torneo” | Eurocopa de Fútbol 2021 | EL PAÍS
ვრცელია იმ მაღალი დონის მეკარეების ნუსხაც, რომელთაც წარმატებისთვის ოჩოტორენას დახმარებით მიუღწევიათ, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო კი მადრიდის "რეალის", "ვალენსიას" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, სანტიაგო კანისარესია, რომელიც ოჩოტორენასთან ერთად მუშაობისას ზამორას პრიზს ორჯერ დაეუფლა: "უსამართლობა იქნებოდა ოჩოტორენას ერთი კონკრეტული ღირსების გამოკვეთა. ის არის არაჩვეულებრივი პროფესიონალი და ბევრმა მეკარემ თავისი საუკეთესო თამაში სწორედ მასთან მუშაობის შემდეგ იპოვა. თუ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოკვეთოთ რაიმე, უპირველეს ყოვლისა, ეს არის მისი ფსიქოლოგიური წვლილი. მან იცის და გამოავლენს ყველა ეჭვს, რომელიც მეკარის თავში ჩნდება, მიმართავს მათ სწორი კუთხით და აჩვენებს მათ გადაწყვეტილებების მიღების გზას".
Cañizares es el único portero sano del Valencia y puede jugar contra Osasuna - AS.com
ნათელია, რომ ხოსე მანუელ ოჩოტორენა კარგი ფსიქოლოგია და ფეხბურთელებთან მენტალურად მაღალ დონეზე მუშაობა შეუძლია, არც ის არის უცნობი, რომ გიორგი მამარდაშვილს მისი მხარდაჭერა აქვს. იმედია, ქართველი ამომავალი ვარსკვლავისთვის გამოცდილი ესპანელ სპეციალისტთან მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული გამოდგება.

სხვა სტატიები