Belive

კანისარესი | მამარდაშვილს განვითარების მეტი პოტენციალი აქვს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და "ვალენსიას" ლეგენდარულმა კიპერმა - სანტიაგო კანისარესმა, გიორგი მამარდაშვილს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ ქართველს იასპერ სილესენთან შედარებით განვითარების მეტი პოტენციალი აქვს და "ვალენსიამ" არჩევანი სწორედ მამარდაშვილის სასარგებლოდ უნდა შეაჩეროს. კანისარესი, რომელიც "ღამურების" ღირსებას 1998-2008 წლებში იცავდა, მიიჩნევს, რომ სილესენის გამოჯანმრთელების მიუხედავად, სამწვრთნელო შტაბი გიორგი მამარდაშვილს უნდა ენდოს. 3-გზის ლა ლიგის საუკეთესო მეკარის მტკიცებით, არჩევანის წინაშე, რომ აღმოჩნდეს არჩევანს ახალგაზრდა ქართველ კიპერზე შეაჩერებს.
"არჩევანი უნდა გაკეთდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ სათამაშო ფორმაში იქნება თითოეული მათგანი. ბორდალასმა და სამწვრთნელო შტაბმა პირველ რიგში სწორედ ეს ფაქტორი უნდა განსაზღვრონ. გარედან არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ორ მეკარეზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბარ დონეზე ასპარეზობენ. ამ შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივები უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ, მამარდაშვილს სილესენზე წინ დავაყენებდი. მას ზრდის მეტი პოტენციალი გააჩნია და შესაძლებელია გაცილებით მომგებიან აქტივად იქცეს", - აღნიშნა კანისარესმა. 

სხვა სტატიები