Belive

კანისარესი მამარდაშვილზე: "მისი დანაშაული არ არსებობს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვალენსიას" ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა "რეალის" წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილის თამაშზე ისაუბრა. მისი აზრით, ქართველი მეკარის ბრალეულობა გაშვებულ გოლში არ ყოფილა.
"ასეთ დროს მეკარეს ორი შესაძლო ვარიანტი აქვს - ან დარჩეს კარში და ბურთის მოგერიების ძალიან მცირე შანსი გამოიყენოს, ან სასოწარკვეთილმა კარი დატოვოს იმ შიშით, რომ ბურთს ვინმე შეეხება და გოლი გავა. მამარდაშვილმა თავისი თამაშით ბენზემას დისკომფორტი შეუქმნა, გოლი კი 95%-ით მაინც გავიდოდა, რადგან ცენტრალური ზონა ჩავარდა," - თქვა კანისარესმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-5 ტურში "ვალენსია" ახალ სეზონში პირველად დამარცხდა. მადრიდელებმა "ვალენსიას" გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაუტანეს. მამარდაშვილმა "რეალთან" მარცხს კი "უიღბლო დღე, კარგი გამოცდილება” უწოდა. "ღამურები" 10 ქულით მესამე ადგილზე არიან. შემდეგ თამაშს გიორგი მამარდაშვილი ხვალ, "სევილიასთან" გამართავს.

სხვა სტატიები