Belive

კანისარესი: "რეიესი არ იმსახურებს გმირად შერაცხვას"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილი მეკარე, სანტიაგო კანისარესი თანამემამულის, ხოსე ანტონიო რეისის გარდაცვალებას გამოეხმაურა და საინტერესო განცხადება გააკეთა. ვეტერანმა მეკარემ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ რეიესს გმირის პატივი არ დაუმსახურებია და მასთან ერთად სხვა გარდაცვლილებიც არიან.

"მანქანით სიჩქარის გადაჭარბება საზიანოა. ამ ავარიას მძღოლის გარდა სხვა მსხვერპლიც ჰყავს. რეიესს არ დაუმსახურებია გმირის პატივი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და არ ვლოცულობ მათი სულებისთვის" - დაწერა კანისარესმა.
შეგახსენებთ, რომ ხოსე ანტონიო რეიესი 1 ივნისს სევილია-უტრერას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად გარდაიცვალა. მანქანა გზიდან გადავიდა და დაიწვა. მასთან ერთად მისი ორი ბიძაშვილიც იმყოფებოდა, რომლებიც ასევე გარდაიცვალნენ.

სხვა სტატიები