Belive

კანკავა ფორმაშია - კაპიტანი ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელარუსთან ისტორიული მატჩის მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, თუ როგორ ფორმაში არიან ქართველი ლეგიონერები. გასულ შაბათ-კვირას ყაზახეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყო. ლუკა ზარანდიას, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" "შახტიორს" უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. სეზონის პირველი ტურის დასრულების შემდეგ ყაზახურმა მედიამ სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც კანკავა მოხვდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ნოემბრის შემდეგ ოფიციალური მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული, თუმცა, როგორ ჩანს, 33 წლის ნახევარმცველი ბელარუსთან თამაშს კარგ ფორმაში ხვდება.
5e6615bbab1c3

სხვა სტატიები