Belive

კანკავა: "პირობას ვდებ, რომ ევრო 2020-ზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამორჩეული ფეხბურთელები გამოავლინა. 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 33 წლის ჯაბა კანკავა გახდა. აღნიშნული ჯილდო "ჯვაროსნების" კაპიტანმა მეორედ მოიპოვა კარიერაში. "ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მეორედ მიღება. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების წევრებს, რადგან მათ გარეშე მე აქ არ ვიდგებოდი. მინდა გისურვოთ წარმატებული 2020 წელი. გულშემატკივრის სურვილია ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და პირობას ვდებ, პირადად მე და ნაკრები ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ," - თქვა ჯაბამ დაჯილდოვების შემდეგ.

სხვა სტატიები