Belive

კანკავამ და კაშიამ ძირითადში ითამაშეს - ვაისის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გუნდმა წარმატებით დაიწყო და საშინაო კედლებში "შერმოკ როვერსი" - 2:0 დაამარცხა. "სლოვან ბრატისლავას" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული გუნდის ვიცე და მთავარი კაპიტნები, შესაბამისად, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. 34 წლის ცენტრალურმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, დამაჯერებელი იყო და მისმა გუნდმა კარის მშრალად შენახვაც შეძლო. რაც შეეხება 35 წლის ნახევარმცველს, მან მოედანზე 73 წუთი გაატარა და 50-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. საპასუხო შეხვედრას სლოვაკეთის ბოლო სამი სეზონის ჩემპიონი გუნდი ირლადნიურ გუნდთან სტუმრად, 13 ივლისს, დუბლინში გამართავს.

სხვა სტატიები