Belive

კანტე: "აზართან თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე, ედენ აზარს გამოემშვიდობა. როგორც ცნობილია, ბელგიელი ლონდონის "ჩელსის" ტოვებს და დიდი ალბათობით, ის მადრიდის "რეალის" რიგებს შეუერთდება. "ედენ აზარმა გუნდში უდიდესი შრომა გაწია. მან ჩვენთან ერთად საოცარი პერიოდი გაატარა, მოიგო არაერთი თასი და მისი წარმატება ძალიან მახარებს. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, მის გვერდით მეთამაშა," აღნიშნა ფრანგმა ნახევარმცველმა. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალში, ლონდონის "ჩელსიმ" თანაქალაქელი "არსენალი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა, აზარმა კი დუბლის შესრულება შეძლო.

ასევე იხილეთ: აზარი: “ვფიქრობ, დამშვიდობების დრო მოვიდა”

სხვა სტატიები