Belive

კანტონა სუპერ ლიგას უპირისპირდება | გულშემატკივარი პატივისცემას იმსახურებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ფეხბურთელი, ერიკ კანტონა, ევროპის სუპერ ლიგის დაანონსებას გამოეხმაურა და მისი იდეა საჯაროდ გააკრიტიკა. 18 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის წამყვანმა 12-მა გუნდმა (მილანი, არსენალი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი და ტოტენჰემი) ახალი საფეხბურთო ტურნირის, ევროპის სუპერ ლიგის შექმნა დააანონსა. ცნობილია, რომ მათ რიგებს, დამატებით 3 გუნდი შეუერთდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქმნება ერთგვარი ელიტური კლუბი, რომლის წევრებიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაზე უარს ამბობენ. კლუბების განცხადებას გულშემატკივრებისა და საფეხბურთო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. გულშემატკივრები, ანალიტიკოსები, ყოფილი ფეხბურთელები, პოლიტიკოსებიც კი - ადამიანთა აღნიშნული ჯგუფები სუპერ ლიგის იდეას სხვადასხვა არგუმენტებით აკრიტიკებენ. მათ შორისაა ერიკ კანტონაც - ლეგენდარულმა ფრანგმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ევროპული კლუბები გულშემატკივარისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
"ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით რაღაც მინდა ვთქვა. უკვე ერთი წელია, მსოფლიოში საუკეთესო გუნდებსა და ფეხბურთელებს ტელევიზორის საშუალებით ვადევნებთ თვალს. ეს კი ძალიან მოსაწყენია. მოსაწყენია იმიტომ, რომ მოედანზე ვერ ვხედავთ გულშემატკივარს - ადამიანებს, რომლებიც მღერიან, დახტიან, საყვარელ გუნდს ქომაგობენ. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანნი გულშემატკივრები არიან - ისინი პატივისცემას იმსახურებენ. ჰკითხეს თუ არა ამ დიდმა კლუბებმა გულშემატკივარს, რომ ახალ იდეას განიხილავდნენ? სამწუხაროდ, არა. ეს კი სამარცხვინოა", - აღნიშნა კანტონამ.

ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

სხვა სტატიები