Belive

კანუ: ლუკაკუს მანჩესტერში იგალო ჩაანაცვლებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ნიგერიის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ყოფილი თავდამსხმელის, ნვანკვო კანუს შეფასებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდასხმაში არსებული პრობლემების გამოსწორება გუნდის ახალწვეულს, ოდიონ იგალოს შეუძლია. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად მარკუს რეშფორდს მოიაზრებდა, თუმცა ახალგაზრდა ინგლისელის ტრავმების ფონზე, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ჩინეთში მოთამაშე ოდიონ იგალოს დამატება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები იგალოს გუნდისთვის სრულიად შეუსაბამო ფეხბურთელად მიიჩნევენ, კანუ მიიჩნევს, რომ ნიგერიელი თავდამსხმელს შეტევის ხაზში პრობლემების მოგვარება შეუძლია: "თუკი მის სათამაშო სტილს დააკვირდებით, მიხვდებით რომ ის ფიზიკურად ძლიერია და ბევრ გოლსაც გაიტანს. მას ლუკაკუს ჩანაცვლება შეუძლია. ჩინეთის ლიგაში თამაშის მიუხედავად, არ შეიძლება ითქვას, რომ მას პოტენციალი არ აქვს, იგალო იმედებს არ გაგიცრუებთ," აღნიშნა კანუმ. 30 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ოდიონ იგალომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 30 იანვარს გააფორმა, თუმცა გუნდს იგი სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა. ინგლისურმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი დროებით გუნდის სავარჯიშო კომპლექსზე არ შეეშვა, რადგან ნიგერიელი ფეხბურთელი “იუნაიტედში” იჯარის წესით ჩინეთიდან გადავიდა – შესაბამისად, არსებობდა კორონავირუსის საფრთხე. იგალო მანჩესტერში, ინდივიდუალური მომზადების ცენტრში ვარჯიშობდა და განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მისი დებიუტი კვირას, ლონდონის "ჩელსისთან" გაიმართება.

სხვა სტატიები