Belive

კაპელომ და საკიმ მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდები დაასახელეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელმა სპეციალისტებმა, ფაბიო კაპელომ და არიგო საკიმ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეულები შეადგინეს.

ორივე მწვრთნელის რჩეულთა შორის 6 ფეხბურთელი - კურტუა, არნოლდი, ვან დაიკი, დე ბრუინე, მბაპე და ბენზემა მოხვდნენ.

ფაბიო კაპელოს გუნდი, რომელშიც სპეციალისტმა მესი არ შეიყვანა, ასე გამოიყურება:

სქემა 4-3-3: კურტუა, არნოლდი, მარკინიოსი, ვან დაიკი, დევისი, კაზემირო, მოდრიჩი, დე ბრუინე, მბაპე, ბენზემა.

არიგო საკის გუნდი:

სქემა 4-3-1-2: კურტუა, არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, კანსელუ, კიმიხი, პედრი, დე ბრუინე, მესი, მბაპე, ბენზემა.


ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

სხვა სტატიები