Belive

კაპელომ სერია ა-ს ახალი სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო სერია ა-ს ახალი სეზონის მთავარ ფავორიტად ტურინის ,,იუვენტუსს'' მიიჩნევს.
,,ამ სეზონში მწვრთნელების ჩემპიონატი იქნება. ძლიერი შემადგენლობა გვყავს: მოურინიო, ალეგრი, სპალეტი, სარი. მოურინიოს ხასიათი ,,რომას'' შეეფერება, მაგრამ პრობლემებიც ბევრია, ჯეკოს წასვლას არ ველოდი, ის გუნდისთვის მხოლოდ ცენტრალური თავდამსხმელი არ ყოფილა. ,,ინტერის'' ტრანსფერების შემდეგ, საჩემპიონო რბოლაში ,,იუვენტუსი'' დაწინაურდა. ალეგრისგან ბევრს ელიან, თუმცა ძველი წარმატებების გამეორება იოლი არ იქნება. ამავდროულად, მე არ ვფიქრობ, რომ ,,ინტერმა'' საჩემპიონო შემადგენლობა დაკარგა. დიახ, წავიდა მწვრთნელი, წავიდა რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ ჩარჩო უცვლელია და გუნდში ხარისხია. ჯეკო ლუკაკუს შესანიშნავი შემცვლელია,'' - განაცხადა კაპელომ.
სერია ა-ს ახალი სეზონი მომავალ შაბათს, 21 აგვისტოს დაიწყება. პირველ ტურში ,,იუვენტუსი'' ,,უდინეზეს'' შეხვდება, ,,ინტერი'' კი - ,,ჯენოას''.

სხვა სტატიები