Belive

კაფუ: ,,დანი ალვეში ჩემზე უკეთესია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაფუმ, დანი ალვეშზე ისაუბრა, რომელიც ახლახან კატალონიის ,,ბარსელონაში'' დაბრუნდა:
,,ასაკის მიუხედავად, ალვეში მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებშია და აქვს შესაძლებლობა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს. დანი ჩემზე უკეთესია და საკუთარი გამოცდილებით ბარსელონას ძალიან ბევრს მისცემს, კატალონიელებისთვის ეს შესანიშნავი ტრანსფერი იქნება,'' - კაფუს სიტყვებს Sport.es-ი ციტირებს.
დანი ალვეშმა ,,ბარსელონასთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ბრაზილიელი კატალონიურ გუნდში 2008-2016 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები