Belive

კაფუ: "რონალდუს სერია ა-ში თამაში გაუჭირდება"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, კაფუმ, კრიშტიანუ რონალდუს "ლა ლიგიდან" "სერია ა"-ში გადასვლაზე ისაუბრა.კაფუს აზრით, რონალდუსთვის იტალიის ჩემპიონატში თამაში უფრო რთული იქნება, ვიდრე "ლა ლიგაში". ბრაზილიელის თქმით, ესპანეთთან შედარებით, იტალიაში ფიზიკური ორთაბრძოლები და ხისტი კონტაქტი უფრო მეტია. რონალდუს "იუვენტუსში" პირველ სამ მატჩში მშრალი სერია ჰქონდა, "ბებერი ქალბატონის" რიგებში კი სადებიუტო ბურთი 16 სექტემბერს, "სასუელოს" წინააღმდეგ გაიტანა. "რაც არ უნდა იყოს, რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იტალიის ჩემპიონატს სუპერვარსკვლავი შეემატა" - აღნიშნა კაფუმ. კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას "იანგ ბოისის" წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. მესამე ტურში კი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები