Belive

კაპიტანი ისევ სიმბოლურშია - კანკავა ყაზახეთის ტურის გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთში ისევ დააფასეს, "ჯვაროსნების" მეშვიდე ნომერი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში ბოლო თვის განმავლობაში მეორედ მოხვდა. "ქართველი ტრადიციულად საუკეთესო იყო ნახევარდაცვაში, მისი აქტიური თამაში და შეუპოვრობა "ტობოლის" გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა", - წერს ყაზახური გამოცემა Sports.kz. კანკავას და კვეკვესკირის გუნდმა მე-16 ტურში, კახა ცხადაძის გაწვრთნილ "ორდაბასს" 3:0 სძლია და 26 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა უშუალო კონკურენტებთან შედარებით, ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. შემდეგ შეხვედრას "ტობოლი" 3 ნოემბერს, უახლოესი მდევრის, ყიზილორდის "კაისარის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები