Belive

კაპიტნების წინააღმდეგ: სლოვანთან მატჩში დინამო ბათუმის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავის "სლოვანის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობა. აჭარული კლუბის სასტარტო თერთმეტეული უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ასეთია: "დინამო ბათუმი": ლაზარე კუპატაძე - გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი - ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი - ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ზურიკო დავითაშვილი - ჯოვინო ფლამარიონი. მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. საინტერესოა, რომ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში არიან საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, ხოლო ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე იმყოფება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები