Belive

კაპიტნის უღირსი საქციელი - მაგუაერი პოლიციელზე თავდასხმის გამო დააპატიმრეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დრამატული სეზონის დასრულების შემდეგ, ჰარი მაგუაერმა დასასვენებლად საბერძნეთს მიაშურა. არაერთ მატჩში დაშვებული სავალალო შეცდომების ფონზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული და დასვენება ნამდვილად ესაჭიროებოდა - თუმცა მორიგ სკანდალში გაეხვა. კუნძულ მიკონოსზე, ფეშენებელურ სასტუმროში ღამის გათევის ნაცვლად, მაგუაერი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. მაგუაერის დაკავების მიზეზი პოლიციელზე თავდასხმა გახდა. ერთ-ერთ ბარში ბრიტანელ ტურისტებს შორის დაწყებული შელაპარაკება, რომელშიც მაგუაერიც მონაწილეობდა ჩხუბში გადაიზარდა. "წითელი ეშმაკების" კაპიტანმა ბრიტანელებთან ჩხუბი არ იკმარა და ადგილზე მისულ სამართალდამცველებსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი და კიდევ ორი ტურისტია დაკავებული. მაგუაერის დაკავებასთან დაკავშირებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალური მოხსენება გამოაქვეყნა: "გასულ ღამეს, მიკონოსის კუნძულზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც ჰარი მაგუაერიც მონაწილეობდა კლუბი ინფორმაციას ფლობს. ჰარისთან კონტაქტი უკვე დამყარებულია - ის ბერძენ სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ."

სხვა სტატიები