Belive

კარაგერი: "ახალი მცველის გარეშე ლივერპული პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ლივერპულის" მცველის და ამჟამად Sky Sports-ის ანალიტიკოსის, ჯეიმი კარაგერის მოსაზრებით, "ლივერპული" პრემიერ ლიგის გამარჯვებული მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი გუნდი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებს. მიმდინარე სეზონში, ვირჯილ ვან დაიკმა და ჯო გომესმა მძიმე ტრავმები მიიღეს და მათთვის სეზონი დასრულებულია. პრობლემები ჰქონდა ჟოელ მატიპსაც და მეტიც, გარკვეული დროით უქმობა ცენტრალურ მცველად განმწესებულ ფაბინიოსაც მოუწია. გასულ ტურში, "საუთჰემპტონთან" დამარცვებული "ლივერპულის" (1:0) დაცვის ცენტრში სწორედ ფაბინიო და ჯორდან ჰენდერსონი თამაშობდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯეიმი კარაგერმა მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ პირველობისთვის ახალი მცველის შეძენა "მერსისაიდელებს" ჰაერივით სჭირდებათ.
"ჰენდერსონმა კარგად ითამაშა, მაგრამ ეს მისი პოზიცია არაა. ის ფაქტი, რომ კლოპი ნახევარმცველებს მცველებად ათამაშებს, სკამზე მსხდომი მცველების - რაის უილიამსისა და ნათანიელ ფილიპსის მოტივაციაზე ნეგატიურად აისახება. ასე რომ, "ლივერპულმა" ახალი მცველი სასწრაფოდ უნდა დაიმატოს", - აღნიშნა კარაგერმა.

thumb_116279_default_news_size_5

"საუთჰემპტონთან" მარცხი მსაჯების არასამართლიან გადაწყვეტილებას დააბრალა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა. მატჩის მიმდინარეობისას, ორი საკამათო ეპიზოდი ვიხილეთ: პირველ შემთხვევაში, კარისკენ გაგზავნილი ბურთი ჯეკ სტივენსმა იდაყვით მოიგერია, მეორედ კი სადიო მანეს წინააღმდეგ კაილ იოლკერ-პიტერსმა უხეშად ითამაშა, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებით, პენალტი არ დანიშნულა. კლოპის შეფასებით, ეს არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო. მეტიც, გერმანელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ “წითელი ეშმაკების” სასარგებლოდ, მსაჯები 11-მეტრიანებს ხშირად ნიშნავენ.
“მანეს ეპიზოდის შემდეგ, მეოთხე მსაჯთან მივედი და მომენტის გადამოწმება ვთხოვე, მან კი მიპასუხა, რომ მსაჯებს ეს მომენტი უკვე განხილული ჰქონდათ. ის, რაც ანდრე მარინერმა სადიო მანეს წინააღდეგ გააკეთა, ნორმალური არაა, გულწრფელად რომ გითხრათ. სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2 წელია მუშაობს, მე კი უკვე 5.5 წელია “ლივერპულში” ვარ. თუმცა ამ პერიოდში, სოლსკიაერის გუნდის სასარგებლოდ მეტი პენალტია დანიშნული. ეს ჩემი ბრალი არაა, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ უნდა მომხდარიყო,” - აღნიშნა კლოპმა.

იხილეთ მიმოხილვა: საუთჰემპტონი 1:0 ლივერპული 

სხვა სტატიები