Belive

კარაგერი ბორის ჯონსონზე: ,,ამ შარლატანს წარმოდგენა არ აქვს არც რეინჯერსზე და არც ევროპა ლიგაზე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ,,რეინჯერსს'' წარმატებები უსურვა:

,,მინდა, ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში რეინჯერსს წარმატებები ვუსურვო. მას შემდეგ, რაც ამ გუნდმა ასეთი დონის მატჩში ითამაშა, მის ისტორიაში ბევრი რამ მოხდა. ასე რომ, მათი გულშემატკივრებისთვის ეს მშვენიერი ჯილდოა. ჩვენი გუნდების უმაღლეს დონეზე თამაში კარგია როგორც დიდი ბრიტანეთის სპორტისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის,'' - განაცხადა ჯონსონმა.
პრემიერმინისტრის კომენტარს ,,ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი გამოეხმაურა, რომელმაც ჯონსონს შარლატანი უწოდა:
,,ამ შარლატანს ტელესუფლიორი სჭირდება, რადგან რეინჯერსსა და ევროპა ლიგაზე წარმოდგენაც კი არ აქვს,'' - დაწერა ინგლისელმა ტვიტერის პირად გვერდზე.
დღეს ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს ,,რეინჯერსი'' და ,,აინტრახტი'' შეხვდებიან, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები