კარაგერი დარწმუნებულია – ტიაგო ლივერპულში გადავა

“ლივერპულის” ლეგენდა ჯეიმი კარაგერი დარწმუნებულია, რომ ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი “ენფილდზე” შედგება. ინგლისელი ფეხბურთელის განცხადებით, მერსესაიდელები ესპანელ ნახევარმცველთან პირად დეტალებს აგვარებენ, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი ევროა.

თავად იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ტიაგო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის მთავარი სამიზნეა.

“ერთადერთი საშიშროება ალკანტარას ასაკია – მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გარიგება წარმატებით დასრულდება. იმას, რასაც ტიაგო აკეთებს, “ლივერპულის” ნახევარმცველისთვის დიდი სიახლე იქნება.

აღნიშნულ პოზიციაზე ფეხბურთელები შესანიშნავად გამოიყურებიან, თუმცა სასიამოვნოა გყავდეს ისეთი მოთამაშე, რომელსაც თამაშის კონტროლი შეუძლია,” – განაცხადა კარაგერმა.

(23)

კარაგერი დარწმუნებულია – ტიაგო ლივერპულში გადავა

სტატიის ავტორი
-