Belive

კარაგერი | მაგუაერი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. “ოლდ ტრაფორდზე” გამართული დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით 0:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში, “ატლეტიკომ” “წითელი ეშმაკების” ბარიერი გადალახა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს – “მანჩესტერ იუნაიტედი” კი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. "ოლდ ტრაფორდზე" დასრულებული მატჩის შემდეგ, ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისათვის, ჰარი მაგუაერი კარიერის ყველაზე რთულ ეტაპზე იმყოფება. კარაგერის მტკიცებით, 29 წლის მაგუაერი კატასტროფულ მდგომარეობაშია.

"კაპიტანი, რომლის სანაცვლოდაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" £80 მილიონი გადაიხადა, მოედნიდან გაიყვანეს. ამ დროისათვის, მაგუაერს კარიერის ყველაზე რთული პერიოდი უდგას. ჩვენ ყველას გვქონია მსგავსი პრობლემა - თვალწინ მიდგას პერიოდი, როდესაც ვთამაშობდი და მსგავს სირთულეს ვაწყდებოდი". "ეს არის ამ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი პრობლემა, რომელიც მაგუაერმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბში მის მომავალს ვერ ვხედავ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედს" საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს". რა თქმა უნდა მას ამ ყველაფრის გადალახვა სურს, მაგრამ ძალიან რთულია - იგი მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. მას კვლავ გააკრიტიკებენ, მომეჩვენა, რომ მის შეცვლას ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ". "ყოველთვის ჰარი მაგუაერის ფანი ვიყავი. აკრიტიკებენ იმიტომ, რომ მისი ღირებულება £80 მილიონს შეადგენს. ვირჯილ ვან დაიკის სანაცვლოდ "ლივერპულმა" £75 მილიონი გადაიხადა და ის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჰარი მაგუაერი რა თქმა უნდა ასეთივე კარგი არაა. ევროპის ჩემპიონატზე ინგლისთან ერთად ბრწყინვალედ იასპარეზა, მაგრამ მიმდინარე სეზონი მისთვის კატასტროფულად მიმდინარეობს. მისთვის აჯობებს, რომ სეზონი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და კონცენტრაცია მომავალზე მოახდინოს - ალა მაგუაერმა ფეხბურთი უნდა დაივიწყოს და თავს უშველოს. ნამდვილად მძიმე პერიოდი უდგას და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ კარგად უნდა დაფიქრდეს", - აღნიშნა ჯეიმი კარაგერმა.

სხვა სტატიები