Belive

კარაგერი: "მოურინიოს სეზონის დასრულებამდე გააგდებენ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს დღეები "მანჩესტერ იუნაიტედში" დათვლილია: "ჟოზე გუნდს მომავალ წელს არ გაწვრთნის და დიდი შანსია, რომ იგი სეზონის დასასრულამდე გააგდონ", - აღნიშნა მან. Sky Sports-ის ამჟამინდელი ანალიტიკოსის განცხადებით, ჟოზეს ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს გუნდი მომდევნო მატჩებში "ვალენსიასა" და "ნიუკასლის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს, "მანჩესტერი" ოლდ ტრაფორდზე "ვალენსიას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები