Belive

კარაგერი - პოგბა ჯერარდის, ლამპარდისა და ტურეს დონის ფეხბურთელი არაა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" სახელოვანი მცველი - ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ პოლ პოგბა სტივენ ჯერარდისა და ფრენკ ლამპარდის დონის ფეხბურთელი არაა. კარაგერის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უდისციპლინო პოგბა სასწრაფოდ უნდა გაასხვისოს.
"ვათამაშებდი თუ არა მას "მანჩესტერ იუნაიტედში"? რა თქმა უნდა არა. პოგბას სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს და საკმაოდ გახმაურებული ტრანსფერი განხორციელდა, მაგრამ ის დიდებული ფეხბურთელი არაა. არგუმენტად მოჰყავთ, რომ პოგბამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ეს მართალია. როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, მეგონა რომ გუნდზე ისეთი გავლენის მოხდენას შეძლებდა, როგორსაც ლამპარდი "ჩელსიში", ჯერარდი "ლივერპულში", ან იაია ტურე "მანჩესტერ სიტიში" ახდენდნენ. ეს ვარსკვლავები საკუთარ კლუბებს უამრავი ტიტულის მოგებაში დაეხმარნენ - პოგბამ ეს ვერ შეძლო", - აღნიშნა ჯეიმი კარაგერმა.  
 

სხვა სტატიები