Belive

კარაგერი: "რეშფორდმა მანჩესტერი აუცილებლად უნდა დატოვოს"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შვეიცარიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში რეშფორდის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა მატჩის შედეგი გადაწყვიტა. 20 წლის რეშფორდს გოლები ხშირად გააქვს, თუმცა ძირითადში ადგილის მოპოვებას ვერც ინგლისის ნაკრებში და ვერც "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერ ახერხებს. ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის განცხადებით, რეშფორდმა პოტენციალის ბოლომდე გამოვლენისთვის "მანჩესტერ იუნატედი" აუცილებლად უნდა დატოვოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება Sky Sports-თან გააკეთა. "უნდა დატოვოს თუ არა რეშფორდმა მანჩესტერი? დიახ, ასე ვფიქრობ. ის დღეს არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ცენტრალური ფორვარდის პოზიციას მოირგებს და "მანჩესტერს" პრემიერლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს, თუმცა 23-24 წლის ასაკში ამ სიმაღლეს აუცილებლად მიაღწევს. პროგრესისთვის კი მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება, "მანჩესტერის" ცენტრში კი ლუკაკუ თამაშობს, რომელიც ამ ეტაპზე შეუცვლელია," - აღნიშნა კარაგერმა Sky Sport-თან ინტერვიუსას. ყოფილი "მერსისაიდელის" აზრით, რეშფორდმა "ევერტონის" დონის გუნდში უნდა გადაინაცვლოს, სადაც ლიდერი გახდება და შესაძლებლობების უკეთესად წარმოჩენას შეძლებს. რეშფორდი "მანჩესტერის" მაისურით 2015/2016 წლების სეზონიდან თამაშობს. მას შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა 126 მატჩში 32 გოლის გატანა და 17 ასისტის გაკეთება შეძლო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას ძირითადად შეცვლაზე უწევს თამაში.

სხვა სტატიები